“სოსანაშვილს აიძულებენ, ფირცხალავას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს”

პატიმრობაში მყოფ ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს სჯერა, რომ გია სოსანაშვილს აიძულებდნენ, მისი ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

ეს განცდა ფირცხალავას მეუღლეს მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა მისი ახსნა-განმარტებითი წერილი გაასაჯაროვა.

წერილში სოსანაშვილი პროკურორების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული ამ ეტაპზე ერთადერთი ბრალდებული ამტკიცებს, რომ მას გამომძიებლები ჩვენების მიცემას ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ სთხოვდნენ.

ნინო ხვიტია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ის არ გამორიცხავს, რომ სოსანაშვილის და ფირცხალავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ფირცხალავას მეუღლე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალების გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” ამინისტიის მხარდაჭერას არ ნანობენ