სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტზე მდგომარეობა გამწვავდა

detail_cc561bad50201fcfc26bea3328fa1d3a (1)სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტზე მდგომარეობა დღითიდღე უმფრო მწვავდება, რასაც სომხური და აზერბაიჯანული წყაროები ადასტურებენ და კონფლიქტის მხარეები მდგომარეობის ექსკალაციაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფაში, რომელსაც გასული კვირის განმავლობაში 2000-ზე მეტჯერ ჰქონდა ადგილი, ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხური მედიის ცნობით მათ დანაკარგების გარეშე გადაიტანეს მოწინააღმდეგის შეტევა და მტკიცედ აკონტროლებენ საკუთარ პოზიციებს. სომხები მოწინააღმდეგის 3 სამხედროს განადგურების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
აზერბაიჯანული მედია, დღეს 31 იანვარს, სომხური დივერსიული ჯგუფის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ ამ კვირას სომხური უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, დღეს კი ფრონტის ხაზის გადმოლახვის მცდელობისას სომხების 6 კაციანი ჯგუფი სრულად იქნა განადგურებული. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს აზერბაიჯანელთა მხრიდან 1 ჯარისკაცის, ეშგინ ალახვერდიევის გმირულად დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და აცხადებს, რომ სომხური მედია სპეცსამსახურების გავლენით, საკუთარ ჯარს და მოსახლეობას უმალავს ცნობას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ, რათა ამ ინფორმაციამ საზოგადოების დემორალიზაცია არ გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგში ბრალდებულ ყირგიზეთის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიამინსკის შეხვედრა სეპარატისტებმა ჩაშალეს