სომხეთი მაჟორიტარულ სისტემას აუქმებს და საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება…

5 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება…

უმრავლესობისა და ოპოზიციის 103 დეპუტატის მიერ 10-ს წინააღმდეგ მიღებული კანონპროექტით, რომელიც 6 დეკემბერს საყოველთაო რეფერენდუმით უნდა განმტკიცდეს… სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება, რომლის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტს აირჩევს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრემიერის კანდიდატურას… პრემიერი კი, ომის შემთხვევაში შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც იქნება…

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, ის ახლანდელი 5 წლის ნაცვლად 7 წლით იქნება არჩეული… ოღონდ არა პირდაპირი არჩევის გზით, არამედ პარლამენტისა და ადგილობრივი ორგანოების დეპუტატთა მიერ. პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული სისტემა უქმდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები სომხეთის პარლამენტში, ამ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა მიტინგების ფონზე მიმდინარეობდა.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიევროპული კანონებით ,,ბოზი და მამაშა,, ერთ ენაზე უნდა საუბრობდეს…
შემდეგი სტატიარუსულმა ტელეარხმა სირიაში დასაბომბი ამინდი გამოაცხადა… (VIDEO)