სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გვანცა შენგელია, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი და წალკის გამგებელი წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა გრძელვადიანი განსახლების ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „სოფლად სახლის“ პროექტზე. „სოფლად სახლის“ პროექტი დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად შეარჩიონ საცხოვრებელი სახლი, რომელსაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო მათთვის შეიძენს.

წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობის მსგავსად, ეთნიკურად ბერძნების საკუთრებაში არსებულ სახლებში ცხოვრობენ. მესაკუთრეები ქირის საფასურის გაზრდას, სახლის შესყიდვას ან დაცლას ითხოვენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თითოული ოჯახის საკითხი ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი. კერძო მესაკუთრეებისაგან მოლაპარაკების გზით, შესაძლებელია საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების
გამოსყიდვა, ასევე დევნილ ოჯახებს საშუალება აქვთ ჩაერთონ „სოფლად სახლის“ პროექტში. გარდა ამისა, წალკის მუნიციპალიტეტმა სამინისტროს გადასცა ორსართულიანი შენობა. სამინისტრო აღნიშნულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს, რის შემდგომაც ბინას 15-მდე დევნილი ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

განსახლების საკითხების პარალელურად, მოსახლეობაში მწვავედ დგას მათი დასაქმების პრობელმა. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი თემურ ბაქრაძე უშუალოდ შეხვდა წალკის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საარსებო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დევნილი ოჯახების საჭიროებებისა და პრობლემების ადგილზე გაცნობა.

დევნილი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებს წარმოადგენდა წალკის რაიონში სასოფლო-სამოეურნო კოოპერატივთა მიერ რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება, დასაქმება მუნიციპალიტეტში
არსებულ მშენებლობებზე და მრავალი სხვა. სოფელ ბარეთის დევნილი მოსახლეობის ინიციატივა იყო საბავშვო ბაღის გახსაში ხელშეწყობა, რაც ერთის მხრივ, დაასაქმებს მოსახლეობას და მეორეს მხრივ, ბავშვებს აღარ მოუწევთ საბავშვო ბაღში შორ მანძილზე სიარული. შეხვედრების შედეგად, დაისახა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კონკრეტული სამოქმედო გეგმაც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბაიდენს ხვდება
შემდეგი სტატიაცხინვალი მოშიმშილე ოსი პატიმრების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს