სოზარ სუბარი: სტალინი მართლა რომ მოვიდეს, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება

სტალინი მართლა რომ მოვიდეს, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს და კაპიტალიზმის გადმონაშთს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოზარ სუბარი გამოეხმაურა თოფაძის განცხადებებს, როგორც “რუსთავი 2”-თან, ისე სტალინის სურათთან დაკავშირებით. სოზარ სუბარის თქმით, “რუსთავი 2”-მა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და მაინც არსებობს, თუ კიდევ გამოიცვლის მფლობელს, მაინც იარსებებს, ისევე როგორც, თუ არ გამოიცვლის.
ამასთან, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თოფაძის განცხადება ზედაპირული იყო და მას სიტყვა გაექცა, ისევე როგორც ხშირად გაურბის სიტყვა.
“მაგალითია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სტალინთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააციმბირებენ, ხოლო ჩვენთან და თქვენთან მეორე და მესამე რიგში მოვლენ. ამიტომ არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა”, – განაცხადა სიზარ სუბარმა და დასძინა, რომ გოგი თოფაძეს დიდ პატივს სცემს, თუმცა მან ცოტა უფრო მეტად დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს.

banner
წინა სტატიაში,,ეს კატასტროფაა, დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად შეაფასებს ყველა მოვლენას”
შემდეგი სტატია,,მცდელობაა, რომ სამარცხვინო ისტორია, რომლითაც ქვეყანას შემორჩებიან, საკუთარ ენაზე გადაწერონ”