სოზარ სუბარი: სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გიგი უგულავას სასამართლო პროცესს აფასებს და განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების სიძლიერეს უკავშირებს. მისი თქმით, სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და დღეს სამართალი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში.

„დღევანდელი პროკურატურისა და დღევანდელი ხელისუფლების სიძლიერე იმაშია, რომ სამართალი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში. დღევანდელი ხელისუფლების გამარჯვებაა ის რომ 2 თვეში კი არ მთავრდება ყველა სასამართლო პროცესი, არამედ ყველა სასამართლო პროცესი იმდენ ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც ითხოვს რეალური მტკიცებულებების წარდგენა და რეალური დებატები მხარეებს შორის,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

სუბარი თამაზ მეჭიაურის განცხადებასაც აფასებს და ამბობს, რომ დეპუტატმა არასწორად მაგრამ ღიად გამოთქვა თავისი ემოციები.

„რაც შეეხება მეჭიაურის განცხადებას მემგონი მან უბრალოდ გამოხატა – მართალია არასწორი ფორმით, მაგრამ გამოხატა თავისი სურვილი და გამწარებულმა იმ ზეიმით რაც ნაციონალებმა მოაწყვეს ასეთი ფორმით გამოთქვა თავისი შეხედულებები. საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მწარედ ახსოვს 9 წელი და ძალიან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა ნაციონალების მიმართ. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ასეთ მიდგომას. სამართალი იმიტომ არის სამართალი, რომ უნდა აღსრულდეს ყველას მიმართ თანაბრად და სწორად,“ – აცხადებს სოზარ სუბარი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცვლებელმა 25 შეკვრა ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას ადვოკატები განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ