სოზარ სუბარი: რადგან შსს-მ გამოძიება დაიწყო, ესეიგი შესაბამისი საფუძველიც არსებობს

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, უკრაინული “ვიკილიქსის” ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება, აუცილებელია.

“როცა არსებობს ინფორმაცია, გამოძიება უნდა დაიწყოს. დადასტურდება, თუ რა შედეგი ექნება, ამას გამოძიება გადაწყვეტს. დარწმუნებული იყავით, რომ რადგან შსს-მ გამოძიება დაიწყო, ესეიგი შესაბამისი საფუძველიც არსებობს”,- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ზომები მიიღო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ყველა მედიასაშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული
შემდეგი სტატიაკილაძის მორიგი სკანდალური პოსტი