სოზარ სუბარი ზუგდიდში დევნილებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

მინისტრის თქმით, ბინები საკუთრებაში 2500 იძულებით გადაადგილებულ პირს გადაეცემა.

როგორც სოზარ სუბარმა მოსახლეობას განუმარტა, 2016-2017 წლებში ჭითაწყაროში, ხოლო ამჟამად მიმდინარე მშენებლობები 5-6 თვეში შევა ექსპლუატაციაში და 320 ადამიანზე გადანაწილდება.

შეხვედრის შემდეგ დევნილთა და განსახლების მინისტრი აბასთუმანში კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობას ესტუმრა და ახალი ბინების გადაცემის პირობა მისცა. მინისტრი მათ საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც გაეცნო.

ამ შეხვედრების პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ზუგდიდში, დევნილთა განსახლების სამმართველოში.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ რამდენჯერმე გადაგზავნეს განცხადება სამინისტროში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თხოვნით, თუმცა უარი მიიღეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ სუბარი დევნილებს არ შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, არ იქნება სტაბილურობა მთელი კავკასიის რეგიონში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: არ შემიძლია ამის კომენტირება, ეს სასაცილოა