სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჟვანიას საქმე თავიდანვე გაყალბებული იყო

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე თავიდანვე გაყალბებული იყო და მასში მონაწილეობდა მთელი სახელმწიფო ვერტიკალი.

სუბარი ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ “რუსთავი 2-ის” გადაცემა ”არჩევანში” გასულ რეპორტაჟებს და დისკუსიებსაც გამოეხმაურა და გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია გააკრიტიკა.

მინისტრის განცხადებით, გუშინდელ გადაცემაში ახალი არაფერი თქმულა, თუმცა გადაცემის წამყვანის ყველა კითხვა, ციტატა და მინიშნება მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე გაემართლებინა იური ვაზაგაშვილის მკვლელი და მოეხდინა ასევე ზურაბ ჟვანიას დისკრედიტაცია.

„ბოდიშს ვიხდი ჟურნალისტებთან ზოგადად, “რუსთვი2-თან” განსაკუთრებით, ნუ ჩამითვლით ამას ჟურნალისტების მიმართ გარკვეულ დამოკიდებულებაში, მაგრამ მე გამაოგნა წამყვანის მცდელობამ, როგორმე გაემართლებინა ვაზაგაშვილის მკვლელი და ყველა მისი მინიშნება და ციტატა ამისკენ იყო მიმართული და გადაცემის მეორე ნახევარში მისი ჩაკითხვები იყო მიმართული იქითკენ, რომ მოეხდინა ამ ადამიანის დისკრედიტაცია,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაში“იოტისოდენა საფუძველიც არ მაქვს იმისა, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს არის უბედური შემთხვევა”
შემდეგი სტატიაცვალებადი ევროპა და შერეკილი ორბანი