სოზარ სუბარი: არ ვიცი, ყველა ალბათ ინდივიდუალურად გადაწყვეტს

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ვარაუდით, მთავრობის წევრები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, დაესწრონ თუ არა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.

“არ ვიცი, ყველა ალბათ ინდივიდუალურად გადაწყვეტს. წინა გამოსვლის დროს არ გვქონია კონსულტაციები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება იმას, ის პირადად აპირებს თუ არა დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.

ამასთან, სუბარმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საჭიროა თუ არა მთავრობის წარმომადგენლები დაესწრონ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა თებერვლისთვის იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაში„ავატარის“ ახალი სერიების გადაღება 2017 წლამდე გადაიდო
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება საქართველოს მთავრობის რეფორმების გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ