სკანდალური დონალდ ტრამპის გამონათქვამები

სკანდალური დონალდ ტრამპის გამონათქვამები

სკანდალური დონალდ ტრამპის გამონათქვამებისკანდალურად ცნობილი ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე ფურორს ახდენს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატად წამოაყენა საკუთარი თავი. თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა მისი განცხადება თავდაპირველად სერიოზულად არც მიიღეს, თუმცა, შემდეგ ინანეს ამის გამო: ექსტრავაგანტი პოლიტიკოსი რესპუბლიკელებიდან ლიდერი გახდა.

აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მისი რეიტინგი ჯებ ბუშთან შედარებით 22%-ით მეტია. ჯერ ბუში რამდენიმე ხნის უკან რესპუბლიკელების ფავორიტად ითვლებოდა. პოტენციური კანდიდატი ასევე მედიის ფავორიტია. ის არ იღლება გააოცოს პუბლიკა საკუთარი მკვეთრი და არაკორექტული გამონათქვანმებით. გთავაზობთ მის გამონათქვამებს, რომელიც მან სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერვიუში გამოიყენა.

საკუთარ თავზე:

1.მე ძალიან ჭკვიანი ბიჭი ვარ.
2. მე ჭკვიანი ვარ. ვიღაცა იტყვის კიდეც, რომ მე ძალიან, ძალიან, ძალიან ჭკვიანი ვარ.
3. ჩემს ორგანიზმში ის ძვლები არ არის, რასიზმზე რომ უნდა აგოს პასუხი.
4. მე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს შავკანიანებთან. მე მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.
5. მე ვიცი ჩინელები. მე მათთან ბევრი ფული მაქვს გაკეთებული. მე მესმის ჩინური გონების.
6. მე ვაღმერთებ ქალებს. მე მინდა ქალებს დავეხმარო. მე ქალებისთვის შემიძლია ის გავაკეთო, რაც არ შეუძლია არც ერთ კანდიდატს.
7. ქალებისთვის წარმოუდგენლად კარგი ვიქნები.
8. ლოგინში არასდროს მქონდა პრობლემა.
9.ხშირად, როცა ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ ქალთან ვიწექი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, წარმოვიდგენდი პატარა ბიჭს კუინსიდან და ვეკითხებოდი: “გჯერა იმისი, რასაც მივაღწიე?”
10. მედიას ხშირად იმ გიჟად გამოვყავარ, ცეცხლს რომ ისვრის. სინამდვილეში, მგონია, რომ ასეთი საერთოდ არ ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორად მაჩვენებენ.
11. ზოგჯერ იყო ცოტათი გიჟი, სასარგებლოა.
12. იცით, არც ისე მნიშვნელოვანია, რას წერენ თქვენზე, თუკი თქვენ ახალგაზრდა და ლამაზი სხეული გაქვთ.
13.”ტრამპი” – ეს შოუს სახელია. და მასზე ბილეთები ყოველთვის გაყიდულია.

სხვებზე:

1. შავკანიანი ბიჭები ჩემს ფულებს ითვლიან. ამას ვერ ვიტან. მინდა, რომ ჩემს ფულებს ითვლიდნენ არც თუ ისე მაღალი ბიჭები, რომლებიც ბაზრობებზე დადიან.
2. მექსიკა ჩვენ თავის საუკეთესო ხალხს არ გვიგზავნის. ის აგზავნის ხალხს დიდი პრობლემებით, რომლებსაც ეს პრობლემები აქ მოაქვთ. მათ მოაქვთ ნარკოტიკები და დანაშაული. ისინი – მოძალადეები არიან, თუმცა, რამდენიმე მათგანი, ალბათ, კარგი ადამიანია. მაგრამ მე მესაზღვრეებს ველაპარაკე და მათ მითხრეს, ვის ვღებულობთ ქვეყანაში.
3. ყველა ქალი ჩემს შოუში The Apprentice ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მეფლირტავებოდა. ეს, სხვათა შორის, მოსალოდნელი იყო.
4. გლობალური დათბობის კონცეფცია ჩინელების მიერ არის მოგონილი იმისათვის, რომ ამერიკული წარმოება კონკურენტუნარიანი გახადოს.
5. ძალიან ვაფასებ რომის პაპს. მომწონს მე ის. ის, ეჭვსგარეშეა, სულ მეტად შედის პოლიტიკაში, მაგრამ მე ის მაინც კარგი ბიჭი მგონია.
6. არიანა ჰაფინგტონი (Huffington Post -ის მთავარი რედაქტორი) ულამაზოა გარედანაც და შიგნიდანაც. მე მისი ყოფილი ქმრის სრულიად მესმის, რომელმაც ის მიატოვა და მამაკაცთან წავიდა. მან კარგი არჩევანი გააკეთა.
7.ქვეყანაზე არაფერი მიყვარს ისე, როგორც ქალები, მაგრამ ისინი საერთოდ არ არიან ისეთები, როგორსაც წარნოიდგენენ. ისინი მამკაცებზე უარესები არიან და მეტად აგრესიულებიც.
8. ქალები: მათ ისე უნდა მოექცე, როგორც მძღნერს.
9. როცა მამაკაცი მიდის ქალისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ახალგაზრდა სხეულისკენ არ გაქცეულა – მოსახლეობის 50% მიტოვებულ ქალს შეიყვარებს.
10. ჩემი აზრით, ორი “საზოგადოებაა”. არის ნამდვილი საზოგადოება და არის არის ნიუ-იორკის მძღნერი საზოგადოება. ნამდვილ საზოგადოებას ყოველთვის უყვარდა დონალდ ტრამპი. ნამდვილი საზოგადოება ხედავს რომ ტრამპი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს გამშავებელთა კომპანიას.

საკუთარ ქალიშვილზე

1. იცით, მსოფლიო აზრით ვინ არის ერთ-ერთი მშვენიერება დედამიწაზე? მე მას დავეხმარე მოსულიყო ამ ქვეყანაზე. ეს ჩემი შვილი ივანკაა. ის 1, 82 მეტრია სიმაღლეში და მას მშვენიერი სხეული აქვს. მოდელად მუშაობისას ის ბევრ ფულს გამოიმუშავებდა – წარმოუდგენლად ბევრს.
2. ქვეყნის ყველა ბიჭს სურს ჩემს გოგოს შეხვდეს.
3. მას არაჩვეულებრივი სხეული აქვს. ვამბობდი, ის ჩემი გოგო რომ არ იყოს, მას აუცილებლად შევხვდებოდი.

კონკურენტებზე

1. ჩვენს საოცარ აფროამერიკელ პრეზიდენტს, რატომღაც არ მოუხდენია პოზიტიური ზეგავლენა საქმეებზე, რომლებიც მხიარულად და ღიად ანადგურებენ ბალტიმორს.
2. თუკი ჰილარი კლინტორი საკუთარ ქმარს ვერ აკმაყოფილებს, რატომ გონია მას, რომ ის ქვეყანას დააკამაყოფილებს?
3. აშშ-მ თავისთან ელ ჩაპო დაპატიჟა, მესიკიდან გაქცეული ნარკობარონი და მას შესთავაზა ამერიკის მოქალაქე გამხდარიყო. იმიტომ, რომ ჩვენმა ლიდერებმა “არას” თქმა არ იციან.
4. მაკკეინი ომის გმირი არ არის. ის გმირად ითვლება იმიტომ, რომ ტყვედ იყო. მე უპირატესობას ვანიჭებ ადამიანებს, რომლებიც ტყვედ არ ჩავარდნილან.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში “ქრონიკა+”- ის ჟურნალისტი დათო დევიძე დაიღუპა
შემდეგი სტატიავიდეო–ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს