სკანდალი – “ოცნების გმირი” ბედუკაძე

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობსლადო ბედუკაძის ციხის სკანდალური კადრების გაგრძელება და პატიმრების ჩვენებებზე დადებული გრიფით საიდუმო – ,,ქრონიკა +”- ის დღევანდელი ნომერში ნაწამები პატიმრების ჩვენებების ნაწილი ქვეყნდება. გაზეთის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ჩვენებების მიხედვით პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ხელს ლადო ბედუკაძეს ადებენ და დეტალურად აღწერენ, თუ როგორ სცემდა, აწამებდა და როგორც დგავდა ვლადიმე ბედუკაძე პატიმრების ხელკეტით გაუპატიურების იმიტაციას.

„ლადო ბედუკაძის საქმეს ამ დრომდე ადევს გრიფით საიდმულო, სასამართლო პროცესი იყო დახურული და ჟურნალისტებს ამ პროცესის გაშუქების საშუალება არ მიეცათ. მე ხელში ჩამივარდა სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, სადაც საუბარია პატიმართა ჩვენებებზე, დაკითხულია და იდენტიფიცირებულია, ციხის სკანდალურ კადრებში ნაწამები პატიმრები და მათი ჩვენებების ნაწილი ქვეყნდება დღეს “ქრონიკა +”. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ – მე ის მასალა, რაც განსახვავებულ აქცენტებს გადავეცი, ე.წ ცოცხის კადრებში მონაწილე პირის ჩვენება, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ არავითარი გაუპატიურება ცოცხის გამოყენებით არ მომხდარა და მას უბრალოდ სცემდა ბედუკაძე და მისი თანმხლები პირები და შემდეგ მოაწყვეს ეს ცოცხით გაუპატიურების იმიტაცია და ის გადაიღეს ვიდეო ფირზე. სხვა დანარჩეს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უკვე სექსუალურ ძალადობასთან გვაქვს საქმე და მე არ მოვახდენ ამ პატიმრების ვინაობის იდენტიფიკაციას, თუმცა ვიცი მათი ვინაობა რეალური, იმიტომ რომ ჩვენებები მათი კარნახით არის დაწერილი, აქ საუბარია პირდაპირი სახის ძალადობაზე. პირადად ბედუკაძეს ადებენ ისინი სამ შემთხვევაში ხელს და დეტალურად აღწერენ, როგორ აკეთებდა ბედუკაძე ხელკეტით გაუპატიურების იმიტაციას, როგორ სცემდა და აწამებდა ამ პატიმრებს, დამხმარე პირებად დასახელებულები არიან ბორის ფარულავა და ვინმე ლექსო, რომლის გვარიც ამ ჩვენებებშიც დაზუსტებული არ არის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ ადევს ამ საქმეს გრიფით საიდუმლო, რომ აღნიშნული ფაქტები,” ოცნების გმირ” ლადო ბედუკაძეზე საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო. რეალურად აქ ჩანს ერთი ძალიან მარტივი რამე, ყველა იმ სხვა დანარჩენ პირთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ კარანტინის დაშლის კადრებში და ეს იყო კადრები, რომელმაც ამხილა სისტემური დანაშაული და რომელმაც არ მისცა მიხეილ სააკაშვილს იმის საშუალება, რომ გამოძიება არ დაეწყო აღნიშნულ საკითხზე, კარანტინის დაშლის კადრების გარდა სხვა ყველა კადრში და სხვა ყველა პატიმრების ჩვენებაში ფიგურირებს პირადად ლადო ბედუკაძე და საუბარია მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. როცა კბილაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ის გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმებით, განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის, ამ გადასახედიდან ეს არის უკვე სრული აბსურდი და არჩილ კბილაშვილი მე მგონია, რომ ისევე იმსახურებს დასჯას როგორც ლადო ბედუკაძე“ – აცხადებს კილაძე.

წყარო

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა
შემდეგი სტატიაკბილაშვილის საპროცესო შეთანხმება ლადო ბედუკაძეს და დიდი შეკრება ურეკში