სკანდალი კარპატებში: თანასოფლელი 12 წლის ბიჭს საკუთარ სახლში აუპატიურებდა

სკანდალი კარპატებში: თანასოფლელი 12 წლის ბიჭს საკუთარ სახლში აუპატიურებდა

სკანდალი კარპატებში: თანასოფლელი 12 წლის ბიჭს საკუთარ სახლში აუპატიურებდაივანო-ფარანკოს რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებმა მილიციას თხოვნით მიმართა რომ დაკარგული 12 წლის შვილის ძებნაში დახმარებოდნენ. ბიჭი სახლიდან ორი კვირის წინ, მშობლებთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა. მოზარდთან კამათი სახლში ხშირად ხდებოდა, ამიტომ მშობლებს მაშინათვე რა დაუწყიათ ბავშვის მოძებნა.
გამოძიების შემდეგ მილიციამ დაადგინა ბიჭის სავარაუდო ადგილსამყოფელი. ინფორმაცია გუშინ დადასტურდა, როცა მილიციის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლში შევიდნენ. აქ მათ იპოვეს მეშვიდეკლასელი მოზარდი, რომლსაც სახლის პატრონი ძალის გამოყენებით აკავებდა საკუთარ სახლში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 36 წლის სახლის პატრონი ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.
ბავშვმა მოძალადე სახლიდან გაქცევის შემდეგ რადენიმე დღეში გაიცნო. ახალმა ნაცნობმა მოსწავლეს მასთან სახლში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა. ბავშვი მას დათანხმდა.
„მთვრალი სახლის პატრონი მოზარდძე ძალადობდა და არა ერთხელ გააუპატიურა ბიჭი არაბუნებრივი გზებით“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. სადისტი ბავშვს სახლიდან არ უშვებდა, მუდმივად დახურულ სივრცეში ყავდა გამომწყვდეული და დღეში მხოლოდ ერთხელ გამოყავდა გარეთ საკუთარი ზედამხედველობით. ბიჭმა ორჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ ვერ მოახერხა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლი საქმე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “დავტირით ლარს”
შემდეგი სტატიაწელს 2-დან 5 ათასამდე ყირიმელი რუსეთის არმიაში იმსახურებს