“სი თი პარკის” თანამშრომლები გაათავისუფლეს

სი თი პარკის თანამშრომლები, რომლებიც გუშინ დააკავეს თავისუფლები არიან. სამივე მათგანი ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორს ტოვებს.

დაკავებულების ადვოკატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არც ერთ მათგანს ბრალი არ წარედგინა, თუმცა გამოძიება კვლავ გაგრძელდება.

მდინარაძე განმარტავს, რომ გამოძიება გაგრძელდება მანქანის გადაყვანის გარემოებებზე.

შეგახსენებთ, რომ სი თი პარკის 3 თანამშრომელი გუშინ დააკავეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ტოიოტას მარკის ავტომობილი საჯარიმო სადგომზე ისე გადაიყვანეს, რომ მანქანაში მცირეწლოვან ბავშვს ეძინა.

banner
წინა სტატიაშითუშეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატია“თელასში” იმედოვნებენ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი რეალური და სამართლიანი იქნება