ამერიკულმა პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელიც გუშინ ჩარლსტონში ეკლესიაში ცეცხლის გახსნაშია ეჭვმიტანილი. სროლის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.
რამდენიმე ხნის წინ ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისთვის ცნობილია ვინ დაესხა თავს აფრიკულ მეთოდისტურ ეკლესიას.
ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ შელბში დააკავეს, რომელიც კაროლინის შტატის ჩრდილოეთით მდებარეობს და სროლის ადგილიდან დაახლოებიღ 4 საათშია. ზოგიერთი მონაცემებით, პოლიცია კვალს მოსახლეობისაგან შესული ზარის შედეგად დააგდა.
მამაკაცს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციიისთვის.
სროლა გუშინ საღამოს მოხდა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა დაახლოებით ერთი საათი დაჰყო შეკრებაზე, სადაც ბიბლიას სწავლობენ, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა. დაღუპულთა შორის 6 ქალი და სამი მამაკაცია, მღვდლის ჩათვლით.
პოლიციამ დანაშაულს «სიძულვილისგან ჩადენილი» უწოდა.
სროლას სამი ადამიანი გადაურჩა. ერთ-ერთმა გადარჩენილმა თქვა, რომ დამნაშავემ ის სპეციალურად დატოვა ცოცხალი, რომ მას მედიისთვის ეცნობებნა მოხდარის შესახებ.
დაკავებულის ბიძა დამნაშავეს, როგორც ძლიან წყნარ და მშვიდ პიროვნებას ახასიათებს. იარაღი მას დაბადების დღეზე აჩუქეს.
აფრიკული ეკლესია მე-19 საუკუნეში ააგეს და ახლახანს აღინიშნა მისი 150 წლისთავი.