სიღნაღში ყურძნის ფასი გააპროტესტეს

სიღნაღის რაიონის ხუთი სოფლის მევენახეებმა ყურძენზე დაწესებული ფასები გააპროტესტეს. მათი აზრით, ფასი მიზერულია და არ გამორიცხავენ, რომ ჩაბარებაზე უარი განაცხადონ.
მევენეხეები ადგილზე მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ფასის დარეგულირებასა და ღვინის ქარხნების დროულ გახსნაში ჩართვას მოითხოვდნენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეების განცხადებით, მოსავალი შესაძლოა, ვაზზე დაუკრეფავად გაფუჭდეს.
აქციაზე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და “რთველი 2015-ის” შტაბის წარმომადგენელებთან, ერთად პოლიციაც იმყოფებოდა.
დეპუტატის, გელა გელაშვილის განმარტებით, ყურძნის ფასს ბაზარი დაარეგულირებს, რაც შეეხება ქარხნების საკითხს, რომელი კომპანიები დაიწყებენ ყურძნის ჩაბარებას, უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განწყობას არ იზიარებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაჯეროვნად იქნა დაფასებული