სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში

წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამით ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით 4 საშუალო ასაკის მამაკაცი მოათავსეს.
ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მას გულმკერდის მარცხენა არეში ჰქონდა რამდენიმე ჭრილობა მიყენებული, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე მამაკაცი დაკვირვების ქვეშ რჩება, ორი კი სახლში გაწერეს.
შემთხვევის ზუსტი დეტალები უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი, ინციდენტი რესტორან „დიარონში“ მოხდა, სადაც ორ ქურდული მენტალიტეტის მქონე დაჯგუფებას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურში გადაიზარდა.
„თაიმერის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული მამაკაცები რუსეთში მცხოვრები ქართველები არიან. ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ზოგიერთ მათგანს ცივი იარაღით ჭრილობები გულმკერდის, ზოგს მუცლის, ზოგს კი დუნდულის არეში მიაყენეს.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ დღეს არ გვაქვს სიმშვიდის უფლება” – დემურ გიორხელიძე ლარის კურსზე
შემდეგი სტატიასოფელ ხეთაში მატარებელმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტანა