სირცხვილის კორიდორი ენერგეტიკის სამინისტროსთან

სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს ”ახალგაზრდა უფლებადამცველებმა” ენერგეტიკის სამინისტროსთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, კახა კალაძემ კომუნალური გადასახადების ზრდა არ უნდა დაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს მოაწყობენ შესაბამის უწყებებთან.

ახალგაზრდების პროტესტს მოგვიანებით ქართული დასის ლიდერიც შეუერთდა. ჯონდი ბაღათურიას თქმით, კალაძესთან ერთად, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები გადასახადების ზრდას ლობირებენ. ფაქტის ამსახველი დოკუმენტაცია კი ქართულმა დასმა პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინი ობამას არაბების მოსყიდვაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური – ევროპის საინვესტიციო ბანკი კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად გააქტიურდება