სირიის პრეზიდენტი: საფრანგეთის ტრაგედია დასავლეთის პოლიტიკის შედეგია

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა დასავლეთის დამსახურება და მათ მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის პოლიტიკის შედეგია – იტყობინება ფრანს პრესი.
ასადმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის წინააღმდეგ გამოდის. მის თქმით, მან არა ერთხელ გააფრთხლა დასავლეთი რომ მათ მიერ ამბოხებულთა მხარდაჭერას ნეგატიური შედეგები ექნება თავად მხარდამჭერებისთვის.
„მოვლენების მსგავს განვითარებას ჩვენ სირიის კონფლიქტის დასაწყისიდან ვვარაუდობდით, მაგრამ ჩვენ არავინ მოგვისმინა“ – ციტირებს ასოშეითედ პრესი ასადის სიტყვებს.

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს
შემდეგი სტატიარუსეთში ,,შარლი ებდოს,, აკრძალვას ითხოვენ