სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება მოსკოვში დაიწყო

სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები დღეს დილიდან დაიწყო მოსკოვში, რომელშიც დაახლოებით 30-მდე მონაწილეა. საერთაშორისო ორგანიზაციები მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, სირიის დელეგაციას შესაძლებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდეს.
ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ორი დღე შეხვედრები ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის გაიმართება, მათ სირიის ოფიციალური წარმომადგენლები 28-29 იანვარს შეუერთდებიან.
„თუკი იქნება რაიმე სახის ქიმია, არა პირდაპირი, არამედ პოლიტიკური გაგებით, შესაძლებელია გაეროს სირიაში წარმომადგენელმა სტეფან დი მისტურემ სხვა ფორმალური პროცესები დაიწყოს“ – განახადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა.
სირიაში არსებულ არაფორმალურ სამხედრო დაჯგუფებებსა და მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთის ინიციატივა იყო.
„ჩვენ ყველა ინიციატივას მივესალმებით, რომელიც სირიის პრობლემების მოგვარების მცდელობა იქნება. დრო გვიჩვენებს, ამ შეხვედრას ექნება თუ არა შედეგი“ – ამბობს აშშ-ს სახელმწიდო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ პსაკი.

banner
წინა სტატიაშიქარბუქი აშშ-ში – გადადებულია 1800 რეისი
შემდეგი სტატიაკემერონმა ევროკავშირი არასტაბლურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააფრთხილა