სირიელი ამბოხებულები მოსკოვს “ახალ ავღანეთს” დაპირდნენ

სირიელი ამბოხებულები რუსეთს “ახალ ავღანეთს” დაპირდნენ – ამის შესახებ “როიტერსი” იტყობინება. სააგენტოს ცნობით, ამბოხებულები ამბობენ, რომ “რუსეთი აქ (სირიაში) გამოგზავნილი ჯარისკაცების უკან კუბოებით ჩატანით რისკავს”.
“როიტერსმა” ამბოხებულებს და ისლამური სახელმწიფოს მეომრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, მათი თქმით, წინააღმდეგობა გაცილებით ძლიერი გახდა, დარტყმები ზუსტი, მინდვრებზე კი ახალი ტექნიკა გამოჩნდა.

“ჩვენი გამოთვლებით, რუსეთის ჩართვის გამო ომი რამდენიმე წლით გახანგრძლივდება” – განაცხადა ინტერვიუში ერთ-ერთმა შეიარაღებულმა ბოევიკმა. კონფლიქტის სხვა მონაწილეები ომში თურქეთის და საუდის არაბეთის გააქტიურებას ელოდებიან. “რუსეთი კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ არის დაინტერესებული. მას მხოლოდ ასადის რეჟიმის შენარჩუნება უნდა” – განაცხადა “სირიის თავისუფალი არმიის” წარმომადგენელმა.

მოსკოვმა თავის მხრივ, არა ერთხელ აღნიშნა, რომ ის ასადის რეჟიმს მხარს უჭერს და დამასკოს ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარება, თუმცა, რუსეთის საომარ მოქმედებებში ჩართვაზე საუბარი ზედმეტია. მოსკოვმა ასევე პირობა დადო განიხილოს რუსეთის სამხედრო ძალების ტერორიზმთან ბრძოლაში ჩართვის შესახებ თხოვნა, თუკი მსგავსი შემოთავაზება იქნება სირიის ხელისუფლებისგან.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი: აქციები უფრო ორგანიზებული და მასშტაბურია, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას