სირიელებმა ,,ისლამურ სახელმწიფოს,, მებრძოლები მათივე სტილში დახოცეს (+VIDEO)

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სირიაში აჯანყებული სამხედრო ძალების ერთ-ერთი დაჯგუფება ,,ჯაიშ ალ-ისლამი,, იგივე სტილში ხოცავს ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრებს, როგორც ისლამისტები ხოცავდნენ თავიანთ ტყვეებს…

,,ჯაიშ ალ-ისლამის,, მიერ შექმნილი ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ კლავენ ნარინჯისფერ სამოსში (ასე აცმევდნენ ისლამისტები სასიკვდილოდ განწირულ ტყვეებს) გამოწყობილი მეომრები შავ ფორმებში ჩაცმულ ,,ისლამური სახელმწიფოს,, 13 მეომარს… თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ვიდეოს ის ნაწილში, სადაც სასტიკი სცენები ამოღებულია…

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება ,,ჯაიშ ალ-ისლამი,, ადრე სირიის ოპოზიციური თავისუფალი არმიის რიგებში შედიოდა, რომელიც ასადის ხელისუფლების დამხობითაა დაკავებული… თუმცა შემდეგ იქიდან გამოვიდა… ახლა ეს დაჯგუფება თავის რეგიონში საკუთარ ინტერესებს იცავს და წარმატებით ებრძვის, როგორც ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ასევე სხვა დაჯგუფებებს.

/იხილეთ ვიდეო/

 

banner
წინა სტატიაშიIDFI ათონელის რეზიდენციაზე მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერას ასაჯაროებს
შემდეგი სტატია“საქართველოს ნატოში მისწრაფებამ შესაძლოა რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვიოს”