სირიაში, ISIS-ში გაწევრიანებული გერმანელი რეპერი ,,დესკო დოგი,, მოკლეს… (VIDEO)

Denis-Cuspert-2CNN-ს ცნობით, სირის ქალაქ რაკკასა და ეტ-ტაბკას შორის მაგისტრალზე განხორციელებული ამერიკული კოალიციის ავიდარტყმის შედეგად, ,,ისლამურ სახელმწიფოში,, გაწევრიანებული გერმანელი რეპერი კრის კასპერტი, იგივე ,,დესკო დოგი,, მოკლეს…

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თებერვლის თვეში ტერორისტთა შავ სიაში შეყვანილი 39 წლის ,,დესკო დოგი,, იმ ავტომობილში იჯდა, რომელზეც ავიაშეტევა განხორციელდა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, თავად ისლამისტებმა დაადასტურეს სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე.

აღსანიშნავია, რომ ,,დესკო დოგი,, 2012 წლიდან ISIS-ს წევრია და ამ ორგანიზაციას ხალხის ,,დავერბოვკებაში,, და პოპულარიზაციაში ეხმარებოდა. ის ისლამისტთა ვიდეო რგოლებში ხშირად ჩნდებოდა… ერთხელ  ადამიანის მოჭრილი თავითაც კი გამოჩნდა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ძალიან დაძაბულ რეჟიმში, მოსმენის და თვალთვალის ქვეშ
შემდეგი სტატიასპეცრაზმს რასაკვირველია ვერ მოვერევი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს – ნამდვილად