“სირიაში წასული არასრულწლოვნების განზრახვაზე პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას ვერ აკონკრეტებენ”

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც სირიაში წავიდნენ, პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას , რომ შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ვერ აკონკრეტებენ.
ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების წასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.
“რაც შეეხება პრობლემას, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ ასეთი მოვლენების მინიმალიზირება მოხდეს და შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ასეთი ქმედებები. რა თქმა უნდა, სკოლის დონეზე ის რა სამუშაოებიცაა ჩასატარებელი, ყოველთვის ტარდება. უშუალოდ ის ბავშვები, არასრულწლოვნები, რომლებმაც გადალახეს საზღვარი და წავიდნენ სირიაში, კონკრეტულად ამ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ან მინიშნებას, რომ შესაძლოა ამ ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებენ პედაგოგები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხითაც ვმუშაობთ. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და აუცილებელია კავშირი შესაბამის ორგანოებთან”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა ის სტანდარტული სამუშაო, რომელიც ამ შემთხვევაში საჭიროა, მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისკანდალი უკრაინაში: ეუთო რუსების სასარგებლოდ ჯაშუშობს
შემდეგი სტატიარუსი ჩინოვნიკების მდიდარი ცოლები