სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა

სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ წინუბანის მკვიდრი, 30 წლის გურამ ცათიაშვილი, შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაიჭრა.

ინფრომაცია თანასოფლელის გარდაცვალების შესახებ პანკისელებმა გვიან ღამით მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვას ადასტურებენ ახმეტის გამგეობაშიც. დღეისთვის სირიაში ხეობიდან წასული უკვე 12 ახალგაზრდა დაღუპული.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის რაიონში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” დავით ნარმანიას გზების რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს