სირიაში ასადის მხარეს მებრძოლი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს…

არაბული წყაროების ცნობით, სირიაში ისლამისტებთან შეტაკებისას ბაშარ ალ-ასადის მხარეს მებრძოლი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს…

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამისტებთან სამხედრო შეტაკებისას მოკლულია ირანელი პოლკოვნიკი ფარშად ჰარსუნიზადე, რომელიც ასადის არმიის სამხედრო მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა.

გარდაცვლილი ირანელი პოლკოვნიკი ჰარსუნიზადე, უკვე მეორე ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანია, გასულ პარასკევს მოკლული ირანელი გენერლის ჰუსეინ ჰამდანის შემდეგ…

აღსანიშნავია, რომ ირანის ხელისუფლება სირიაში, ასადის მხარდასაჭერად გაგზავნილ მხოლოდ სამხედრო მრჩევლებზე ადასტურებს ინფორმაციას, თუმცა ერთი კვირის განმავლობაში მეორე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვა საომარ მოქმედებებში, მიუთითებს ირანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობაზე საომარ მოქმედებებში.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში„დარწმუნებული ვარ, რომ, თუ სიმართლე თქვენს მხარეზეა, სტრასბურგში წასვლა არ მოგიწევთ”
შემდეგი სტატიარა მოხდა Voice-ის სცენაზე