სინძო აბე ხელახლა აირჩიეს იაპონიის ლიდერად

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, ხელახლა სამი წლით აირჩიეს თანამდებობაზე. ის ავტომატურად დამტკიცდა პოსტზე, რადგანაც კანდიდატების განცხადებები პრემიერის არჩევნებზე, რომელიც 20 სექტემბერს იყო დანიშნული, არ შემოსულა.
პრეტენდენტებს 20 სხვა საპარლამენტო პარტიის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა – წერს “ასოშეითედ პრესი”. ამდაგვარად, აბე პარტიის ლიდერის პოსტზე და იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მომავალი სამი წელი ისევ იქნება.
აბემ ქვეყნის მთავრობას პირველად 2006 წლის შემოდგომაზე უხელმძღვანელა, თუმცა ერთ წელში გადადგა. 2012 წელს, დემოკრატიული პარტიის არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ის ისევ გახდა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი და ქვეყნის პრემიერი.
აბე ძიუნიტიირო კინძუმის (პრემიერი 2001-2006 წლებში) შემდეგ ერთადერთია, რომელიც მთავრობაში ორ წელზე მეტი ხანი გაჩერდა.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კრემერი: ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში ის იყო, რომ ახლო ურთიერთობები ჰქონდა ქვეყნის ხელმძღვანელებთან
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას