სინგაპურში წარმოდგენილი სუნამო 140 ათასი დოლარი ღირს

სინგაპურში წარმოდგენილი სუნამო 140 ათასი დოლარი ღირს

სინგაპურში წარმოდგენილი სუნამო 140 ათასი დოლარი ღირსესპანეთის პარფიუმერულმა სახლმა Cuarzo The Circle კორპორაცია World of Diamonds-სთან ერთად ლიმიტიებული კოლექცია წარმოადგინა Royale Dream-ის არომატით. სუნამო სინგაპურში “ფორმულა-1”-ის გრან-პრის დაჯილდოვების ღონისზიების ფარგლებში წარადგინეს.
სუნამოს ფლაკონი ნახევარსფეროს ფორმისაა, ერთ-ერთ მათგანში ოქროს ნარჩენები ყრია.
სუნამოს შესანახი ყუთი სირაქლემას კვერცხისგან არის გაკეთებული და შეღებილია იასამნისფრად. შიგნით ცხვრის ტყავით არის შემორტყმული და გარედან ყვავილების ორნამენტი აქვს. სუნამოს დამატებით მოყვება ბეჭედი, რომელშიც ჩასმულია უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი.

სუნამო ფართო გაყიდვაში არ გავა, მას მხოლოდ აუქციონზე გაიტანენ. Royale Dream 140 ათასად არის შეფასებული, მაგრამ ჯერჯერობით არ იტყობინაბიან, შეიძინა თუ არა ის ვინმემ.

banner
წინა სტატიაში,,ვიდრე ქართველებს რასისტობა-ნაცისტობას დაგვწამებენ გაითვალისწინონ!,,
შემდეგი სტატიანორვეგიელებს დათვის ფეკალიების შეგროვება სთხოვეს