,,სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს,, პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ,,ფეისბუქით,, კომენტარი გააკეტა ფიფა-ს პრეზიდენტის განცხადებაზე, უახლოს ხანში გადადგომის შესახებ…

,,მსოფლიო შეიცვალა. ბლატერის გადადგომა, რაც  გამოიწვია ფიფას ხმაურიანმა სკანდალმა კორუფციის შესახებ, გვაძლევს იმედს, რომ ამ ორგანიზაციის კორუფციული მოტივაციით მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს,, წერს პოროშენკო, რომელსაც ,,ფეისბუქის,, პოსტის მიხედვით, იმედი გაუჩნდა, რომ რუსეთის უფლება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე, გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ ბლატერის განცხადების შემდეგ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, ისევ გააკეთა განცხადება სადაც მოითხოვა, რომ დაიწყოს რუსეთის მიერ ჩემპიონატის ჩატარების უფლების გადახედვა…

კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, უარი განაცხადა ბლატერის გადადგომის შესახებ კომენტირებაზე და ამის მიზეზად ინფორმაციის სიმცირე დაასახელა.

 

banner
წინა სტატიაშიმის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა ასამბლეაზე რუსეთს წვდომა შეუზღუდა