,,სილქნეტი,, არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – აცხადებს რომან გოცირიძე

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძეექსპერტი რომან გოცირიძე ,,სილქნეტის,, მიერ ,,მეგაფონთან,, გაფორმებულ თანამშრომლობას განიხილავს როგორც კანონის დარღვევას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გოცირიძე სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ითხოვს აღნიშნული პროექტის შეჩერებასა და შესწავლას…

,,სილკნეტი არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. იგი იწყებს თანამშრომლობას რუსულ ” მეგაფონთან”, რომელიც ისედაც დაჯარიმებულია ამავე კანონის დარღვევის გამო ერთი მილიონი ლარით. სილკნეტის არგუმენტი, რომ რუსული კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოდის და ამიტომ არ ირღვევა კანონი, არის ყოველგვარ ჯანსაღ აზრს მოკლებული.
ეს არის სილკნეტის ყაზახური მენეჯმენტის თავგასულობა. სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს აღნიშნული პროექტი და შესწავლილი იქნას რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი ინტერნეტმაგისტრალის გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მითუმეტეს, ე.წ. “კაბელების საქმის” ირგვლივ ატეხილი საეჭვო კამპანიის ფონზე.
მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი, გასცა თუ არა მან ნებართვა აღნიშნულ მაგისტრალთან მიერთებაზე, რასაც ითვალისწინებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ამასთან, რატომ არ ამცნობს მთავრობა იმ კომისიის მუშაობის შედეგებს, რომელიც სწავლობდა როსნეფტის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენის კანონიერებას?,,– აცხადებს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიმეხანძრეებმა ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვა გადაწყვიტეს
შემდეგი სტატია„არაჯანსაღი სათამაშოები“ ეროვნულებით შეიცვლება ჩეჩნეთში