სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ისევ გვითხრა, რომ მოწმე თანახმა იყო ჩაწერაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროექტ “გამომძიებელი რეპორტიორის” ხელმძღვანელის, ლია ტოკლიკიშვილის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილს დღეს, მკვლელობამდე ნახევარი საათის ადრე ესაუბრნენ.
როგორც ტოკლიკიშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს, ჟურნალისტებსა და ვაზაგაშვილს შორის შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო. ჟურნალისტები იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებენ.

“იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ნახევარი საათით ადრე გვესაუბრა. დღეს – საღამოს 8 საათზე უნდა შევხვედროდით. უნდა ჩაგვეწერა მოწმე, რომელსაც, ბატონი იურის თქმით, თავის დროზე გამოძიებამ ფიზიკური ზეწოლით მიაცემინა ჩვენება ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის წინააღმდეგ. მოწმის ვინაობა არ გაგვიმხილა. სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ისევ გვითხრა, რომ მოწმე თანახმა იყო ჩაწერაზე. სამუდამოდ დამალული დარჩება ამ მოწმის ვინაობა, ჟურნალისტურ გამოძიებას კი აუცილებლად გავაკეთებთ და ის ორშაბათს გავა მეორე არხის ეთერში”, – წერს ტოკლიკიშვილი.

banner
წინა სტატიაშიტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით დაკავებულია რუსეთის 5 მოქალაქე
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძის სკოლაში ლექციებს სერგი კაპანაძე, ეკა ტყეშელაშვილი და ბათუ ქუთელია წაიკითხავენ