“სითი პარკი” ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და გამოწერილ ჯარიმას გადაიხდის თავად კომპანია”

კომპანია “სითი პარკი” ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯარიმებული მანქანების მფლობელების ჯარიმებს თავად გადაიხდის , – ამის შესახებ “თაიმერს” კომპანია “სითი პარკიდან” აცნობეს.
“სითი პარკის” სახელით გაცნობებთ, რომ ჩიქოვანის ქუჩაზე პარკინგ ინსპექტორის მიერ მოქალაქის დაჯარიმება იყო გაუგებრობა. რადგანაც კომპანიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს არასწორად გაჩერებული ავტომობილების დაჯარიმება. “სითი პარკი” ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და გამოწერილ ჯარიმას გადაიხდის თავად კომპანია. ასევე გვინდა მოვუწოდოთ მძღოლებს, დაიცვან პარკირების წესები და ისედაც გადატვირთულ გზებზე არ გააჩერონ ავტომობილები წესების დარღვევით. რათა თავიდან იქნას აცილებული საცობები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სითი პარკმა” ზოოპარკთან რამდენიმე მანქანა დააჯარიმა.

banner
წინა სტატიაში“ქალაქში ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ცხოველი ნაპოვნი არ არის”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ჰქონდა რთული დღეები, ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია