სითი პარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა

„სითი პარკის“ ცენტრალურ ოფისთან, კანდელაკის ქუჩაზე, საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაში „თავისუფალი საქართველოს“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები მონაწილეობდნენ. ისინი „სითი პარკთან“ დროშებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და “სითი პარკის გაუქმებას ითხოვდნენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ, ხელისუფლებას კომპანიის ადმინისტრირებიდან გაყვანა მოსთხოვა.

აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეების მიერ დატოვებულ შეტყობინებებზე რეაგირებას მოახდენენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაუკავშირდება მათ პარტიულ ოფისებს და შეატყობინებს „სითი პარკის“ მიერ მანქანის საჯარიმოდ გადაყვანის შესახებ, აღნიშნული ჯგუფები რეაგირებას მოახდენენ.

კახა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ისინი მომავალშიც განაგრძობენ აქციების მოწყობას და ხელისუფლებას მის მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას აიძულებენ.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში მამაკაცმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
შემდეგი სტატიამელია ნარმანიას სახელფასო დანამატების დაუსაბუთებელ გასამმაგებაში ადანაშაულებს