სექს-ორცისტი მღვდელი მრევლს აუპატიურებდა

b419a19-sex-orcist-pastorკანადის ქალაქ ტორონტოს ბაფტისტური ეკლესიის პასტორი მარლონ უეინს ჯონსი, რომელიც მრევლს სატანის განდევვის ეგზორცისტულ სეანსებს უტარებდა, მრევლის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. მისი მრევლიდან ერთერთი ქალბატონი ბაფტისტ მღვდელს, დემონების განდევნის სეანსის დროს, მის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ძალადობის გამო უჩივის, ხოლო მეორე, მსგაგვსი სეანსის დროს ფულის წართმევის გამო. პასტორის სამწყსო ეკლესიასთან  ქუჩის მეორე მხარეს მცხოვრებლებმა პოლიციასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ამ ეკლესიაში ხშირად იკრიბებოდა ხალხი ღამის პირველიდან დილის ექვს საათმდე… მათ ხშირად ესმოდათ სიტყვები ,,ღმერთმა რომ ჯოჯოხეთიდ ცეცხლისგან დაგიცვათ, ყველანაირ მსხვერპლშეწირვაზე უნდა წახვიდეთ,, რომელსაც მამაკაცი ყვიროდა.

კანადურმა პრესამ, პასტორს, რომელიც ეგზორცისტული რიტუალის დროს სექსუალურ ძალადობას ახდენდა, ,,სექს-ორცისტი,, მღვდელი უწოდა.

პოლიცია, რომელმაც სექსუალური ძალადობისა და თაღლითობის მუხლით დააკავა მღვდელი ჯონსი, საქმეში სხვა დაზარალებულების გამოჩენასაც ვარაუდობს.

banner
წინა სტატიაშიდაკავება ქრთამის აღებისთვის
შემდეგი სტატიაგერმანიამ ერაყელ ქურთებს 13 მლნ. ევროს იარაღი გადასცა