“სესხების დიდი ნაწილი ლარში რომ იყოს გაცემული, მოსახლეობის დიდი ნაწილი პრობლემას ვერ იგრძნობდა”- ხადურის მოადგილე ლარის გაუფასურებაზე

“სესხების დიდი ნაწილი ლარში რომ იყოს გაცემული მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას ვერ იგრძნობდა,” – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის გაუფასურებას.

“საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს ბევრი ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. რაც ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის საქართველოში. დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალია. საქართველოში ბინების, მანქანების სესხების აღება დოლარში ხდება. ეს შეადგენს დაახლოებით 65 პროცენტს. ეს ქმნის პრობლემას. ეს პროცენტი 20 პროცენტი რომ იყოს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პრობლემას საერთოდ ვერ იგრძნობდა,” – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა
შემდეგი სტატიასტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის