სერგო რატიანმა გიორგი ვაშაძეს არჩევნები 3 ხმით მოუგო

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აღმასრულებელი მდივნის არჩევნები ნაციონალური მოძრაობის ოფისში. ამ პოსტზე ორი კანდიდატი სერგო რატიანი და გიორგი ვაშაძე იყრიდნენ კენჭს. პარტიის პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით სერგო რატიანი აირჩია, მას მხარი 28 წევრმა დაუჭირა, გიორგი ვაშაძეს კი 25-მა.

აღმასრულებელი მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარტიის რიგები ზურა ჯაფარიძემ დატოვა, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიკიევი… ახალი ბრძოლის ველი (PHOTO -VIDEO)
შემდეგი სტატია“ვლადიმერ პუტინს ბარაკ ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს”