სერგო რატიანი: ხელისუფლება სასამართლოსა და მედიაზე ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვერ ხედავს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის აცილების აუცილებლობას. კახიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მოსამართლის მისაღებია.

ოპოზიცია კი საქმეს პოლიტიკურ პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება სასამართლოსა და მედიაზე ზეწოლას აქტიურად აწარმოებს.

„რუსთავი 2-თან დაკავშირებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დღევანდელი მთავრობა აწარმოებს ფართომასშტაბიან შეტევას არამხოლოდ მედიაზე, არამედ სასამართლოზე. მას უნდა დაიქვემდებაროს როგორც სასამართლო, ისე მედია და ბუნებრივია ეს სცილდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის პრობლემას. ეს არის დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს მორღვევა,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

არასაპარლამენტო ოპოზიცია კი რუსთავი 2-ის დაცვას ქვეყნის დემოკრატიის დაცვას უწოდებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია აკეთებს.

„ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე მოსამართლის აცილება ავტომატურ რეჟიმში უნდა მოხდეს ანუ თვითონ უნდა მისცეს აცილება, თუ ეს ასე არ მოხდა კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ამ საქმის პოლიტიკურ მოტივს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის პოლიტიკა იყოს დაცული, რადგან ეს არის ქვეყნის დემოკრატიის პოლიტიკის დაცვა,“ – აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშიველოდები რეაგირებას-გოჩა კალანდია
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: ზოგზოგიერთებმა ვერ აიტანეს ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და ერთობა