სერგო რატიანი – ყველას ინტერესებშია, რომ თუ შესაძლებელია, ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით საქმემ წინ წაიწიოს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს და ის პოლიტიკური განხილვის საგანი არ უნდა იყოს.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მსგავსი საკითხის წამოწევა დღეს, არჩევნების ან პოლიტიკური კრიზისის დროს ხდება.
,,ჯერ აანონსებენ ამას პოლიტიკოსები და შემდეგ პროკურატურა იმეორებს მსგავს ბრალდებებს. ყველას ინტერესებში არის, რომ თუ შესაძლებელია ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით საქმემ წინ წაიწიოს. ეს უნდა გააკეთონ არა მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად სჭირდებათ, არჩევნების დროს ან როდესაც კრიზისია და ამით ცდილობენ გადაფარონ სხვა თემები”, – განაცხადა რატიანმა.
პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას ბრალი წარუდგინა. მათ უფლება-მოსილების გადამეტება და მტკიცებულებების გაყალბება ედებათ ბრალად.
სასამართლომ გუშინ მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას აღკვეთის ღონისძიებად 3-3 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური ანტიტერორისტული ღონისძიებების აუცილებლობას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიასუხიშვილები იუბილეს უკრაინაში აღნიშნავენ და რუსეთში კონცერტებს აუქმებენ