სერგო რატიანი: საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომლის რეპუტაციაც შელახულია

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

“პროკურატურა მხოლოდ ინსტრუმენტია და ნორმალურად ვერ შეასრულებდა პოლიტიკური დევნის დავალებას,” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებას სერგო რატიანი გამოეხმაურა.

რატიანის განცხადებით, ადეიშვილი პოლიტიკური დევნილია. მისივე თქმით, საქართველო გადაიქცა ქვეყანად, რომლის რეპუტაცია არის შელახული.

თავისუფალ დემოკრატებში აცხადებენ, რომ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან მოხსნასთან დაკავშირებით სჯობს, მთავარმა პროკურორმა პარლმენტის წინაშე განმარტება გააკეთოს.

ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ მთავარმა პროკურატურამ განმარტება გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გადახედვას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი 23-24 აპრილს შედგება