სერგო რატიანი: ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს, – ამის შესახებ პარლამენტში, უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აბაშიძის ეს განცხადება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მომტანია.

,,სიმბოლურია, რომ ზურაბ აბაშიძე აკეთებს მსგავს განცხადებას. როგორც ჩანს, ეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს ასიამოვნოს. აბაშიძის მხრიდან ეს განცხადება არის რუსეთის მიმართ გზავნილი, რომ საქართველო არ გადადგამს ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯს. ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

ამის შესახებ აბაშიძემ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილება მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას წაადგება
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ჩვენ ჯერ “მაპიც” არ მიგვიღია