სერგო რატიანი: ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ს თავისი უკონტროლო ძალების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

“რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმაურება ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის ეშინია, რაც წინასაარჩევნოდ უფრო გაძლიერდა. ნაციონალები ხელისუფლებას 2003 წელს ახსენებენ და მმართველ გუნდს ურჩევენ შევარდნაძის შეცდომები არ გაიმეოროს.

“ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სრულიად ღიად დაუპირისპირდა “რუსთავი 2”-ს. ის თავისუფალ მედიას და განსაკუთრებით “რუსთავი 2”-ს თავისი უკონტროლო ძალების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. ვფიქრობ, არჩევნების წინ ერთი წლით ადრე მას სურს, ზეწოლა განახორციელოს “რუსთავი 2″-ზე,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

ამავე საკითხზე დღეს სპეციალური განცხადების გავრცელებას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2”-ის ყოფილი მფლობელი ტელეკომპანიის წილს და პარტნიორთა წილების დაყადაღებას ითხოვს. არხის ხელმძღვანელობა ამ ფატს მედიაზე ზეწოლად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: ციხეში უნდა იყოს ის სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს, რადგან ის არის ციხე
შემდეგი სტატიაგაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შესაძლოა, სამსახურიდან დაითხოვონ