სერგო რატიანი: ან პარლამენტის მუშაობა უზრუნველყავით ან დაიშალოს პარლამენტი და შედგეს რიგგარეშე არჩევნები

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ან პარლამენტის მუშაობა უზრუნველყავით, რაც თქვენი პასუხისმგებლობაა, ან დაიშალოს პარლამენტი და შედგეს რიგგარეშე არჩევნები , – აღნიშნული განცხადებით უმრავლესობას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა მიმართა.
“პრობლემა ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანია – უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას და ის არის უუნარო. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღნიშნული კანონის მიღება. თქვენ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანეთ, შექმენით სერიოზული პრობლემები და იმასაც ვერ აკეთებთ, რომ უზრუნველყოთ პარლამენტის გამართული მუშაობა. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ამომრჩევლის წინაშე და ასევე, ვალდებულები ვართ ერთმანეთის წინაშე. თუ თქვენ ერთმანეთის წინაშე ამ ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობთ და გასაკეთებელ საქმეს გუნდურად ვერ აკეთებთ, მაშინ ეს პარლამენტი დასაშლელია. მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ პარლამენტის მუშაობა თქვენ უნდა უზრუნველყოთ და ამას ვერ აკეთებთ”, – მიმართა რატიანმა “ქართულ ოცნებას”.
პარლამენტი რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით პლენარული და საკომიტეტო სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის რეგლამენტირება ხდება და ამ მხრივ კანონი მკაცრდება. რეგლამენტის ჩანაწერიდან, რომელიც პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზებს განსაზღვრავს, “ოჯახური მდგომარეობის” ამოღება ხდება.

banner
წინა სტატიაშიკობა ხარშილაძე: ზურა ასეთ სიკვდილს არ ისურვებდა, 5 წუთის საშუალება რომ ჰქონოდა, სურათს აუცილებლად შეცვლიდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ყირიმი რუსეთს ეკუთვნის და უკრაინის ვერასდროს გახდება