სერგო რატიანი – ამ მთავრობას ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

,,ამ მთავრობას ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სერგო რატიანის შეფასებით, ,,მთის კანონის” მიღების შემდეგ, მომავალში ხელისუფლება ალბათ მდინარის და ზღვის მინისტრებსაც დანიშნავს.
,,შემდეგი ალბათ ზღვის და მდინარის მინისტრი იქნება, მაგრამ ამ მთავრობას ყველაზე მეტად ჭაობის მინისტრი მოუხდებოდა”, – განაცხადა რატიანმა.
პარლამენტში შესულია ინიციატია, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკაში 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება
შემდეგი სტატია“ბიუჯეტის შემცირება გარდაუვალი და აუცილებელია”