სერგეი ლავროვი: რუსეთი სირიაში კონტრაქტის მიხედვით აგზავნის ტექნიკას

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავებში, რომელსაც რუსეთი სირიაში აგზავნის, არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთია, არამედ სამხედრო ტექნიკაც, რომელიც ორ ქვეყანას შორის დადებული სამხედრო-ტექნიკური ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება სირიას.
“იმის მიხედვით, თუ რა ტვირთი გადააქვს თითმფრინავს, ჩვენ ვითხოვთ შესაბამის ნებარვას, რომ მას საერთაშორისო უფლებების მიხედვით სამხედრო დანიშნულების ნივთებიც გავატანოთ” – განაცხადა ლავრპოვმა.
მინისტრის თქმით, რუსი სამხედრო სპეციალისტები სირიაში წლების განმავლობაში იმყოფებიან. “მათი იქ ყოფნა რუსეთის სამხედრო ტექნიკით სირიის მომარაგების ნაწილია, რაც თავისთავში ისლამური რესპუბლიკის და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად” – განაცხადა მინისტრმა.
გუშინ ლიბანელმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსები სირიაში არა მხოლოდ სპეცხიალისტების ფუნქციით იმყოფებიან, არამედ ისინი სამხედრო ოპერაციებშიც იღებენ მონაწილეობას. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ გასულ კვირას სირიაში დაეშვნენ საჰაერო ხომალდები, რომლითაც რუსეთმა სირიაში ტანკები გადასტყორცნა.
როგორც რუსეთში აცხადებენ, სირია-რუსეთის ურთიერთობა ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით ხორციელდება.
დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის აზრით, სირიის შეიარაღებული ძალები ერთადერთია, ვისაც შეუძლია ისლამურ სახელმწიფოს ებრძოლოს, ამიტომაც მოსკოვი თავს ვალდებულად თვლის დამასკოს შეიარაღებით დაეხმაროს.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოს თვეში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაიამ შიმშილობა დაიწყო