სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარასერგეი ლავროვის მორიგი მუქარა.ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს:

“ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის საკითხი. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა, სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს” – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ნატო-ს მიერ თბილისის “ჩათრევის” მცდელობის ფონზე.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: თქვენი დღეები დათვლილია
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია – მაინტერესებს, წარადგინა თუ არა სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც უკრაინაში დაინიშნა