სეპარატისტებმა უკრაინული სოფელი კრიმსკოე დაბომბეს

თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა, ,,გრადის,, სისტემის დანადგარიდან ლუგანსკის ოლქის სოფელი კრიმსკოე მაშინ დაბომბეს, როცა იქ კიევიდან ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის krimskoe_4მეთაური გენადი მოსკალი ჰუმანიტარული დახმარებით  დატვირთული მანქანებით ჩავიდა.  დაბომბვა მაშინ დაიწყო, როცა სოფელში ჰუმანიტარული დახმარების სათვირთო მანქანები გამოჩნდნენ. დაბომვისას, ავტოკოლონის გამცილებელი ორი უკრაინელი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. საბედნიეროდ მშვიდობიან მოსახლეობას შორის ამჯერად მსხვერპლი არ ყოფილა.105908

მოსკალის განცხადებით სოფელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონასთან სიახლოვის გამო სეპარატისტების მხრიდან  ხშირად იბომბება, 2 თვეა რაც დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. საშიშ ზონასთან სიახლოვის გამო მაღაზიებიც არ მარაგდება, ამიტომ აქაურები განიცდიან პროდუქტებისა და აუცილებელი საგნების მწვავე დეფიციტს, რის გამოც კიევის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჰუმანიტარული დახმარება ჩაეტანა სოფელში, განაცხადა მოსკალმა.

,,ჩვენ არ გვინდა ხალხმა იფიქროს, რომ სახელმწიფოს ისინი დაავიწყდა და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ დახმარებას,, აცხადებს გენადი მოსკალი. 2e2d1b03d49cac0004a77e2c571b5ada_1888

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები პოლიტიკოსებს ძალოვანი უწყებების რეფორმის საკუთარ ხედვას აცნობენ
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია ხვალ იწყება