სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროები ტყვედ აიყვანესგენშტაბის 101-ე ბრიგადის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჯგუფი ტვირთის გაცილებისას ტყვედ ჩავარდა, იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
უკრაინული სამხედრო ტექნიკის კოლონა დებელცევოში მეომარი ჯარისკაცებისთვის ტვირთის მიტანას აპირებდა, თუმცა, მათზე თავდასხმა განხორციელდა, ტყვია-წამალის მარაგის ამოწურვის შემდეგ უკრაინელი ჯარისკეცები ტყვედ ჩაბარდნენ.
ტყვეების რაოდენობას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს. ამასთანავე, ისინი უარყოფენ სეპატარისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 120 უკრაინელი ჯარისკაცია შეპყრობილი.
დებელცევოში გამძაფრებული საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და სეპატარისტებს უკრაინული პოზიციების შტურმი აქვთ განზრახული.
საომარმა მოქმედებებმა დებელცევოს შემოგარენიდან თვითონ ქალაქში გადაინაცვლა.
როგორც უკრაინული მხარე იუწყება, სეპარატისტებმა არტილერიის დახმარებით ქალაქში შეღწევა მოახერრხეს.

banner
წინა სტატიაშიარასდროს მეგონა თუ ხელახლა დავსვამდით კითხვას “გვეშველება რამე?!
შემდეგი სტატიასაგანელიძის ინტრიგები პიკს აღწევს