სენსაციური ვიდეო უკრაინაში ბოინგის ჩამოვარდნის ადგილიდან (VIDEO)

ავსტრალიურმა მედიამ სენსაციური ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელმაც  მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო…

საქმე ეხება უკრაინის აღმოსავლეთში, 2014 წლის ივლისში მომხდარ სამგზავრო თვითმფრინავის Boeing- MH-17-ს ჩამოგდებას,  რომელიც ამსტერდამი-კუალა ლუმპური რეისს ასრულებდა და რომელსაც 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი შეეწირა.

თვითმფრინავის ჩამოგდების დღიდან მიმდინარეობდა გამოძიება და დავა იმაზე, თუ რომელმა მხარემ კონფლიქტისა მოახდინა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება… რუსები რა თქმა უნდა უკრაინულ მხარეს მიიჩნევდნენ დამნაშავედ და უკრაინელები პრორუს სეპარატისტებს… თუმცა ჰოლანდიურმა გამოძიებამ, რომლის დასკვნის ნაწილი ,,სი ენ ენმა,, გაასაჯაროვა, რაკეტის გამშვებად პრორუსი სეპარატისტები მიიჩნია, რადგან რაკეტა, გამოძიების მტკიცებით მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული… ამას გარდა, აშშ, ჰოლანდია უკრაინა  და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალის გამართვას ცდილობენ…

აი, თორმეტი თვის შემდეგ გამოქვეყნებულმა ვიდეომ კიდევ უფრო განამტკიცა ის აზრი, რომ თვითმფრინავი პრორუსი სეპარატისტების მიერაა ჩამოგდებული, რადგან ვიდეოზე ჩანს, თუ რას აკეთებენ სეპარატისტები ახლად ჩამოგდებულ თვითმფრინავთან… როგორ ხსნიან ისინი დაღუპული მგზავრების ჩანთებს და იღებენ ნივთებს… ბოევიკების ერთი მეთაური კი, იძლევა ბრძანებას, რომ ამოიღონ შავი ყუთები და ბორტის თვითჩამწერები…  თავად ის ფაქტი, რომ ბოევიკები ამდენი ხნის მანძილზე მალავდნენ ამ ვიდეოს, უკვე საეჭვოს ხდის მათს უდანაშაულობას, აცხადებენ ანალიტიკოსები.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა წუხილი გამოხატა ვიდეოს ნახვის შემდეგ… ,,ეს საზიზღარი სანახაობაა… ის ფაქტი რომ ეს ვიდეო გამოქვეყნდა ტრაგედიიდან 12 თვის შემდეგ იწვევს დიდ შეშფოთებას,, განაცხადა მინისტრმა. მისივე სიტყვებით, მან პუტინს განუცხადა, რომ როგორც მამა და როგორც ადამინი, ის ვალდებულია დაღუპულთა ოჯახების წინაშე, რომ გამოძიებას ბოლომდე, დასრულებამდე ჩაყვეს.

www.timer.ge

/იხილეთ გავრცელებული ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო რუსების შეჭრას, ხოლო სააკაშვილი ამერიკულ იარაღს ელოდება
შემდეგი სტატიაპან გი მუნი სამხრეთ ოსეთის ხაზთან მდგომარეობის გამო შეშფოთებულია