სენაკის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ჯუმბერ ლაშქარავა აირჩიეს

სენაკში საკრებულოს სხდომა ჩატარდა, სადაც მთავარი საკითხი ახალი თავმჯდომარეს არჩევა იყო. კენჭისყრის შედეგად საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ჯუმბერ ლაშქარავა იქნა არჩეული.

კენჭისყრაში საკრებულოს 24-ვე წევრი მონაწილეობდა. თავმჯდომარის კანდიდატურას მხარი ყველა მათგანმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის, ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა. საკრებულოს სხდომას ხვიჩა ჯიშკარიანიც დაესწრო. საკრებულოს 24 დეპუტატიდან საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს უმრავლესობამ, 21-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.

სენაკის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ხვჩა ჯიშკარიანი მედიასთან აცხადებს, რომ ის სამართლევრივი გზით განაგრძობს მოქმედებას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიროგორ აფასებენ სამთავრობო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობაში
შემდეგი სტატიაგოგა ხაჩიძე: ყველაზე ჩავარდნილი სფეროს მინისტრი რომ გადაყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, ალბათ იმას ნიშნავს, რომ ინგლისური იცის კარგად