სენაკის გამგეობაში გამგებლის და რაიონის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილის მეგობრები და ახლო ნათესავები მუშაობენ

11124461_983903888294035_1330289017_nანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ნეპოტისტური სქემის ახალი სია წარუდგინა.
დეპუტატის მტკიცებით, სენაკის გამგეობაში გამგებლის და რაიონის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილის მეგობრები და ახლო ნათესავები მუშაობენ.
ბრალდებებს დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, რომელიც აცხადებს, რომ თანამშრომლები საკონკურსო წესით და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩნენ.
ამასთან, მინაშვილის ინფორმაციით, გამგებელი მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს. გოჩა დგებუაძე კი საზოგადოებას მოუწოდებს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 56 პროცენტი გეგმავს
შემდეგი სტატიაჩრდ. კორეის თავდაცვის მინისტრი მხეცურად დახვრიტეს